18.ივნისი .2020 12:23

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის განახლებული სტრატეგია ექნება

views 238
უკან

ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის განახლებულ სტრატეგიაზე მუშაობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

„დავიწყეთ ჯანდაცვისთვის ერთიანი, ახალი სტრატეგიის მომზადება ევროკავშირის დახმარებით. ამ პროცესს გარკვეული შეფერხება მოყვა კოვიდის შემდეგ, თუმცა მალე განახლდება სრული დატვირთვით იმისთვის, რომ მოკლე ხანში გვქონდეს მკაფიო, განახლებული ჯანდაცვის სტრატეგია, სამომავლო პერიოდისთვის, რაც ჩვენ ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნებთან მიახლოების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სისტემაში უდიდესი პრობლემა არის ადამიანური რესურსი, ხოლო სტრატეგია ამ კუთხით არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თავის გუნდთან ერთად 1 წლიან მუშაობას აჯამებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა