მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური მწვანე პასპორტზე მუშაობს - ტიკარაძე

60941265a94ea
სალომე მეცხვარიშვილი
06.05.21 19:57
715
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს IT სამსახურმა ე.წ. მწვანე პასპორტზე მუშაობა დაიწყო, რომელმაც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ მოქალაქებს გარკვეული შეღავათებით სარგებლობის საშუალება უნდა მისცეს(მაგალითად, მათგზე არ გავრცელდეს გადაადგილების შეზღუდვა, სხვა ქვეყნებში შესვლის შეზღდვა და ა.შ.).

როგორც ეკა ტიკარაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, ამ ყველაფრის მონიტორინგი შესაძლოა გარკვეულ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, ამიტომ საქართველო სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს სწავლობს.

“დავიწყეთ მწვანე პასპორტზე მუშაობა, ამაზე მუშაობს ჩვენი IT სამსახური, ვითავლისწინებთ ევროპისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას. ასევე ვითვალისწინებთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული გახსნა და ვიზიტორთა მონიტორინგი, ამიტომ ის პასპორტი, რომელსაც შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის გარკვეულ მონიტორინგს და მწვანე პასპორტის არსებობას, ასევე ვიზიტორებისას, რომლებიც ქვეყანაში იქნებიან”,- აცხადებს მინისტრი.