მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის სამინისტროს კალკულაციით, ხელფასები 35%-ით არის შემცირებული" - ექიმი

5e2febb7542be
ინგა მურუსიძე
28.01.20 12:05
1230
„საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტ, „თბილისის გულის ცენტრის“ წარმომადგენლის, ექიმ არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადაგზავნილ განფასებაში ხელფასები 35%-ით არის შემცირებული.

ასე გამოეხმაურა ის ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამინისტრო მედპერსონალის უფლებებს დაიცავს და მათ ხელფასები არ უნდა შეუმცირდეს.

„520-ე დადგენილებიდან 2 თვე გავიდა, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით შეთანხმებას სამინისტროსთან, თუმცა, ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ არის მიღწეული. ყველა ის პრობლემა, რომელიც დავაყენეთ ორი წლის წინ, ჩვენ ვაფრთხილებდით სამინისტროს, რომ ამ ფასების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა რიგი სერვისების შეთავაზება ადამიანებითვის. ამ საკითხების მოგვარება დღემდე არ ხდება. 520-ე დადგენილების პირველი ეფექტი ის არის, რომ რიგი სერვისები ვერ მიეწოდება პაციენტებს, ოპერაციები ფიზიკურად ვერ ტარდება, მაგალითად, ბიოლოგიური სარქველის იმპლანტაცია და ა.შ. ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, ასევე ჯანდაცვის მედპერსონალს შეუმცირდა სახელფასო ფონდი და რიგი თანამშრომლები ადმინისტრაციული კუთხით დათხოვნილი იქნა საავადმყოფოდან. თუ ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს კალკულაციებს, დარწმუნდებით, რომ თავადვე აქვთ სახელფასო ფონდი შემცირებული 35%-ით“, - განაცხადა მან.