11.დეკემბერი .2019 18:10

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ

views 228
უკან

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემა არ დგას.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ bm.ge-ის განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროში იქმნება საბჭო, რომელიც აღნიშნულ აღქმას სრულად აღმოფხვრის.

„ვერ გეტყვით რას ნიშნავს კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, ეს იქნება სატელეფონო საშუალებით, წერილით, თხოვნის ან იციატივის სახით, შეხვედრა იგეგმება და ასეთი შეხვედრა უკვე არაერთი იყო. აქ შესაძლოა საუბარი იყოს იმაზე, რამდენად შეეძლო კონკრეტულად, ინიდივიდუალურ კლინიკას ჩართულობა უშუალოდ განფასების პროცესში. განფასების პროცესში 279 დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტის მონაწილეობა წარმოუდგენელი იქნებოდა. რაც შეეხება ექიმებთან უშუალო ურთიერთობას და მათ ჩართულობას სამუშაო პროცესში, არსებობს საბჭოები, მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური გზითაც; რადგან იყო აღქმა, რომ კომუნიკაციის პრობლემა დადგა, გავიზიარეთ, რომ ეს არის პრობლემური თემა, ამიტომ ვფიქრობთ, საბჭოს ფორმატი ჩართულობის დეფიციტის პრობლემას სრულად აღმოფხვრის“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ: კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრიობლემა აქვს. გარდა ამისა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა გუშინ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართეს. ისინი 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამუშო ჯგუფის შეხვედრების ჩანიშვნას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა