ჯანდაცვის სამინისტროში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ნინა კობახიძე ესწრებოდა. ის ერთ-ერთია, რომელიც იმ საკონსულტაციო ჯგუფში შედის, რომელიც სამინისტრომ, პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების აღსრულების მიზნით შექმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ასევე ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე, საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი და თავად კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი.
როგორც ნინა კობახიძემ bm.ge-ს განუცხადა, მინისტრმა თავის მოადგილეებს დაავალა, რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა უმოკლეს ვადებში წარმოადგინონ. მისივე განმარტებით, პირველი რიგის რეკომენდაციებს შორის ელექტრონული, გენერიკული რეცეპტის სისტემის დანერგვაა. რაც შეეხება ჰოლდინგური სტრუქტურის დაშლის და ასევე დაზღვევის ე.წ. შემავსებელი პაკეტების არსებობას, რაც სააგენტოს რეკომენდაციებს შორისაა, კობახიძის თქმით, აღნიშნულმა საკითხებმა მეორე ეტაპის რიგის რეკომენდაციებს შორის გადაინაცვლა და პირველ ეტაპზე მის აღსრულებაზე საუბარი არ არის.
ირაკლი მარგველაშვილი, რომელიც ასევე საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაშია, BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ საკონსულტაციო ჯგუფს, სავარაუდოდ, სხვა წევრებიც დაემატებიან, რომლებიც კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების შემდგომ აღსრულების საკითხზე იმუშავებენ. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის თემა მხოლოდ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას შეეხებოდა და მასზე თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საკითხი განხილული არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა მიმდინარე კვირაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დაავალა.
"კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტს გადაეგზავნა. მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს და ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ. რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, რაც ჩვენი მოლოდინით მედიკამენტებს უფრო გააიაფებს. ერთი მხრივ, ჩვენი ამოცანა მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგია, ხოლო მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლია, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ აქტიურ მუშაობას დავიწყებთ და ბატონი მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი ამ თემაზე მუშაობას დაიწყებს და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, - განაცხადა მთვარობის მეთაურმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ