მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში სახელმწიფო ბიუჯეტის 10% დაიხარჯა - აუდიტი

62ad6613f1511
ალა ისპირიანი
18.06.22 10:48
1277

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის 10% დაიხარჯა.

აუდიტი სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამების 2020-2021 წლების დაგეგმილ და ფაქტობრივ ბიუჯეტს აქვეყნებს, სადაც ნაჩვენებია, რომელი პროგრამა რამდენი პროცენტით განხორციელდა. ანგარიშიდან ირკვევა, ყველაზე დაბალი შესრულება C ჰეპატიტის მართვას (45%) და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამას (88%) აქვს.




გაცნობებთ, რომ  2013 წლიდან ქვეყანაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელმაც რიგი სერვისები, მაგალითად როგორიცაა, გადაუდებელი და გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება, მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის გახადა ხელმისაწვდომი, რომლებიც კერძო დაზღვევით არ სარგებლობდნენ. ამასთან, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით არის უზრუნველყოფილი.  

აუდიტმა „COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ 2020-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირებული იყო.