მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ფინანსურ კრიზისზე საუბარი საფუძველს მოკლებულია - მინისტრი

5ecbc0ae6e45c
თელარა გელანტია
25.05.20 16:56
837
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სექტორის სრული მზადყოფნა საბოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შემოდგომაზე მსოფლიო კოვიდ ინფექციის მეორე და შესაძლოა ბევრად რთულ ტალღას ელოდება, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორი სრულიად იყოს მობილიზებული და შესაბამისად მათ მიმართ მოთხოვნები უფრო მეტად გამკაცრდება.

მინისტრის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. ეკატერინე ტიკარაძე "რუსთავი 2"-ზე იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი კითხვა გასული კვირის ბოლოს 9 კლინიკის პრემიერისადმი ერთობლივ მიმართვას შეეხებოდა. ადრესატებს შორის მინისტრიც იყო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის შესაბამისად მოწყობა იმისათვის, რომ ჩვენ შემოდგომაზე მზად დავხვდეთ მოსალოდნელ პანდემიას, აქ აუცილებლად უნდა დავამატო, რომ ჩვენ ყოველთვიურ რეჟიმში ვადარებთ ყოველი წლის შესრულებას თუ რა შესრულება იყო 2019 და 2018 წლებში იგივე ჭრილში და ეს შესრულების მაჩვენებელი არ არის შეცვლილი; აქედან გამომდინარე, ფინანსურ კრიზისზე საუბარი ჯანდაცვის სექტორის მხრიდან არის ყველანაირ საფუძველს მოკლებული. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფაქტებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, საიდანაც ხდება კლინიკების ანაზღაურება ეს თანხები და ეს რიცხვები აქვს და შეგვიძლია გავასაჯაროოთ, რაც მოხსნის საზოგადოების მხრიდან ყველანაირ კითხვას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ ისიც აღნიშნა, რომ არსებული დაფინანსებიდან გამომდინარე კლინიკებს არ აქვთ არანაირი საფუძველი, რომ გააუარესონ ოპერაციის ხარისხი და მით უმეტეს ეს აისახოს მედპერსონალის ხელფასზე. „იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო პერსონალის დაზარალება მოხდება, ამ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დადგება მედპერსონალის მხარეს“, - განაცხადა მინისტრმა.