მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი: ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა „მაღალი“ არ არის

607448a1e944f
ნათია თაქთაქიშვილი
12.04.21 22:40
778
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის, გაო ფუს თქმით, ჩინური კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა „მაღალი“ არ არის, ამიტომ მისი გაზრდის მიზნით ქვეყანა ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის განმარტებით, ჩინეთი ვაქცინის ეფექტიანობის გასაზრდელად შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს - დოზების რაოდენობის შეცვლა და სხვადასხვა ვაქცინის ტექნოლოგიების შერევა.

როგორც გაო ფუმ აღნიშნა, მისი განცხადება, თითქოს ადგილობრივ ვაქცინებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაბალი ეფექტიანობა აქვს, არასწორად იქნა განმარტებული.

„მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტიანობა – ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა“, – განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.