მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიას რამდენიმე დღეში წარვადგენთ - მინისტრი

5ed8bd1d2d96c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.20 13:26
686
ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიას რამდენიმე დღეში წარვადგენთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ სტრატეგიის მიხედვით ჯანდაცვის სისტემა წლის ბოლომდე ხარისხობრივად და ინფრასტრუქტურულადაც გაუმჯობესდება.

„რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ სწორედ იმ სტრატეგიულ გეგმას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ღონისძიებები არის დაგეგმილი შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში და როგორ ვაპირებთ ჩვენ ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, როგორც ხარისხობრივად, ასევე ინფრასტრუქტურულად და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფარგლებში. მე ძალიან გთხოვთ, რომ დაელოდოთ ამ ჩვენს პრეზენტაციას.

მთელ ამ პერიოში ჩვენ გვქონდა გამოცხადებული მობილიზაცია და ის შედეგი, რომელიც ჩვენ დავდეთ იყო ექიმების კვალიფიკაციის მაღალი დონიდან გამოწვეული. ჩვენ გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი დონე და შესაბამისად, ძალიან მაღალი რიცხოვნობა გამოჯანმრთელებული პაციენტებისა, რომლებიც დაინფიცირდენ კოვიდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.