მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სპეციალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ტეხასში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

603fc8bcce4e3
ნათია თაქთაქიშვილი
03.03.21 22:43
928
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების გაფრთხილებების მიუხედავად, ტეხასის შტატში 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება, ხოლო ბიზნესი მომავალი კვირიდან სრული დატვირთვით გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ახლა დროა, ტეხასი 100 პროცენტით გავხსნათ“, – შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ებოდის გადაწყვეტილებას ტეხასის სრულ გახსნასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ კოვიდ-რეგულაციების შენარჩუნება ისევ აუცილებელია.

შტატის გუბერნატორის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ტეხასელ ბიზნესმენებს, საქმიანობა სრულად აღადგინონ. გაუქმდება ჯარიმები, რომლებიც პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იყო დაწესებული.

ტეხასი უდიდესი შტატია, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ეს წესი შტატებში ივლისიდან მოქმედებს. მანამდე პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა მიჩიგანში, ლუიზიანასა და მისისიპიში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ შეზღუდვების შენარჩუნება ჯერ კიდევ აუცილებელია.

შეგახსენებთ, Johns Hopkins University-ის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 28 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 516,000 ადამიანი გარდაიცვალა.