მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყებაში ახალი სსიპ-ი იქმნება – რაზე იმუშავებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო?

60a3ac9d23613
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 17:40
2716
ჯანდაცვის უწყებაში ახალი სსიპ-ი საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო იქმნება - ამის შესახებ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მან ის პრიორიტეტები დაასახელა, რომელიც სააგენტოს ძირითად მიმართულებებად იქცევა და განმარტა, რომ ახალი სააგენტოს შესაქმნელად საჭირო იქნება გარკვეული რეოგრანიზაცია.

„ჩვენი სამინისტროს სისტემაში შეიქმნა ახალი სსიპ-ი, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოა. მისი მთავარი მიზანი ჯანდაცვაში ტექნოლოგიური გადაწყვეტის პროცესის კიდევ უფრო სწრაფი და მეტად კოორდინირებული განვითარება იქნება. ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სსიპ-ი მუშაობს და ყველას სჭირდება საინფორმაციო უზრუნველყოფა, ამ რესურსის კონსოლიდაცია და ერთიანი მაკოორდინირებელი უწყების ფუნქციონირება, რაც ვფიქრობ, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების პროცესებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გარკვეული რეორგანიზაცია ამ პროცესს დასჭირდება, რადგან ადამიანური რესურსი, რომელიც ამ ფუნქციით სხვადასხვა სსიპ-ებშია გადანაწილებული, ერთად მოიყრის თავს და იქნება ერთი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების კუთხით არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს. მნიშვნელოვანია ასევე პროცესები, რაც უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ გლობალურ დიგიტალურ სისტემებში ინტეგრაცია მარტივად და უკეთესად შევძლოთ, ევროსივრცესთან ჯანდაცვის ინფორმაციის უკეთესად გაცვლა მოვახდინოთ და ტელემედიცინის პერსპექტივები განვავითაროთ - ეს ძირითადი მიმართულებებია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.