მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის უწყების შეფასებით, პრემიერის ინიციატივის შედეგად, მოქალაქეებმა წამლებში ₾80 მლნ-მდე დაზოგეს

6311a7a663167
მარიამ ვარადაშვილი
02.09.22 10:51
638
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. აგვისტოში, იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.

სამინისტროს მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

“თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია.

რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში”, - წერია სამინისტროს განცხადებაში.