მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

602565d3329df
BM.GE
11.02.21 21:23
636
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის სამოქმედო გეგმის დაამტკიცა. გეგმის მიხედვით დეტალურად არის გაწერილი კომიტეტის როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საზედამხედველო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე კომიტეტის მიერ განსახორციელებელი სხვადასხვა აქტივობა.

სხდომაზე რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე და კანონპროექტებზეც იმსჯელეს.

სარატიფიკაციო დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ესენია:

· „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი)“;

· „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 1)“;

· „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ ცვლილების და რეპროგრამირების შეთანხმება“.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა პირველი ორი ხელშეკრულება ერთ საკითხს უკავშირდება, კერძოდ პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოსი და პროექტის სახელწოდებაა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის“. მიზნობრიობიდან გამომდინარე ორ კომპონენტად იყოფა. პირველი - სესხი 16.966.400 ევროს ოდენობის მიზნობრივი კრედიტია და სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების კუთხით დაიხარჯება, კერძოდ, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის გაუმჯობესებისათვის. იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად უნარების ორი ჰაბის შექმნას, პროფესიული პროგრამების დანერგვას დაახლოებით 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და სხვა. სესხი 23 წლიანია, შეღავათიანი პერიოდით 14 წელი.

მეორე ხელშეკრულება 42.416.000 ევროს ოდენობის სესხს ითვალისწინებს. დაფინანსება მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. პროგრამის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას. პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას.

რაც შეეხება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ ცვლილების და რეპროგრამირების შეთანხმებას“, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტისთვის გამოყოფი 100 მილიონ ევროს სესხი, ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის 4 აპრილის წერილის საფუძველზე, ძირითადად ორი მიმართულებით განაწილდება: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისის მიწოდების გაუმჯობესების სქემები და COVID-19 სპეციფიკური სქემები. სესხი გაცემულია არა უმეტეს 25 წლის ვადით, შეღავათიანი პერიოდი -5 წელი.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საკითხი ნინო წილოსანმა წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო.

მოქმედი კანონმდებლობით, სპორადული და სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, არ აისახებოდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ვადა გაგრძელდება 2023 წლის 1 იანვრამდე.

კომიტეტმა პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, დავით სერგეენკოს, ალუდა ღუდუშაურის, დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით - მუხლობრივად განიხილა.

მომხსენებელმა მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნივთიერებათა ოდენობები და მათი დოზები.

კომიტეტის წევრებმა ყველა განხილულ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.