მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა COVID-გამოწვევებთან დაკავშირებით თემატური მოკვლევა დაიწყო

6107e2a3c965f
BM.GE
02.08.21 16:17
332
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხზე - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“ თემატურ მოკვლევა დაიწყო.

„კომიტეტმა, საპარლამეტო ზედამხედველობის ფარგლებში, ამ ცოტა ხნის წინ წამოიწყო ახალი ინიციატივა თემატური მოკვლევის სახით, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ამა თუ იმ აქტივობის შეფასება მათი ზეგავლენის მიხედვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თემატური მოკვლევის მიზანია ზუსტად განისაზღვროს იმ ნაბიჯების ეფექტურობა, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იქნა გადადგმული კოვიდ პანდემიის დროს, კერძოდ, იგულისხმება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, იმისათვის, რომ უტყუარად და ზუსტად გაიზომოს რომელმა მათგანმა მეტი ეკონომიკური უკუგება მოიტანა“, - განაცხადა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით ჩამოაყალიბეს და განსაზღვრეს ის ამოცანები და საკითხები, რომლებზე მოპოვებული ინფორმაცია და ანალიტიკური მასალა ხელისუფლებას კოვიდ პანდემიის პერიოდში განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის პროგრამების უკეთესად დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

„უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება დარგში მომუშავე ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მოსაზრებების ანალიტიკა, რომელიც მყარ საფუძველს მოგვცემს იმისათვის, რომ ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებას ზუსტი რეკომენდაციები მივცეთ შემდგომში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.