მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანეტ იელენი აშშ-ის ხაზინის პირველი ქალი მდივანია

600fb565dec74
თათია კაკიაშვილი
26.01.21 11:12
859

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის (ფინანსთა სამინისტროს) მდივნად ჯანეტ იელენი დაამტკიცა.

იელენმა, რომელიც 2014-2018 წლებში აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, სენატის საფინანსო კომიტეტის წევრთა ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. ის პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე. 

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ეკონომიკური დახმარების ახალი პაკეტი $1.9 ტრილიონი დოლარი უნდა იყოს და მის ფარგლებში აშშ-ის მოქალაქებმა დახმარების სახით $1400 დოლარი უნდა მიიღოს. სწორედ ამ პროგრამის შემუშავება იქნება ხაზინაში იელენის პირველი დავალება. სტიმულირების პაკეტი, ამასთან, აფართოებს უმუშევრობის დახმარების პროგრამას და გამოყოფს დამატებით რესურსებს რთულ ფინანსურ ვითარებაში მყოფი მუნიციპალიტეტებისთვის.