ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი B.1.1529 გავრცელდა. ახალი მუტაციის ყველაზე ხშირი შემთხვევები სამხრეთ აფრიკასა და ბოცვანაში დაფიქსირდა. სპეციალისტების შეფასებით, კოვიდ-მუტაცია, სავარაუდოდ, აივ/შიდსით დაავადებულ პაციენტებში ქრონიკული ინფექციის დროს განვითარდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
„ძნელია პროგნოზირება, ამ ეტაპზე ახალი მუტაცია რამდენად გადამდები შეიძლება იყოს. ამ დროისთვის საჭიროა მისი მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, მაგრამ ჯერჯერობით ზედმეტი შეშფოთების მიზეზი არ არსებობს, თუ უახლოეს მომავალში კოვიდ-მუტაციის შემთხვევების სიხშირე არ მოიმატებს“, - განაცხადა ფრანსუა ბალუმ, UCL გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორმა.
ვირუსოლოგებმა B.1.1529 ვარიანტის 100-მდე შემთხვევა გამოავლინეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები კი ახალი მუტაციის განსახილველად იკრიბებიან. საგულისხმოა, რომ B.1.1529 შტამის შემთხვევებს ბოცვანაშიც იკვლევენ.
ამასთან, აივ-ინფიცირების შემთხვევების დიდმა რაოდენობამ სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა გაართულა, რადგან იმუნოდეფიტიცის მქონე ადამიანები COVID 19-ით უფრო ხანგრძლივად ავადობენ.
ახალი მუტაციის გამო, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაში ახალი შტამით ინფიცირების შესამცირებლად, „ლოქდაუნს“ არ გამორიცხავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო