08.დეკემბერი .2021 23:15

ჯანმო: ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ კარგად მუშაობს

ჯანმო: ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ კარგად მუშაობს
views 524
უკან

„დღეს მსოფლიოში არსებული ვაქცინები ადამიანებს, რომლებიც ომიკრონის შტამით ავადდებიან, კოვიდის მძიმე შემთხვევებისგან იცავს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში წერია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სულ ახლახან გასაჯაროვდა პირველი ლაბორატორიული ტესტების ანალიზები, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინაციის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები ახალ შტამს ანეიტრალებს.

ამასთან, ჯანმო-ს დოქტორის მაიკ რაიანის თქმით, დღემდე არ არსებობს ნიშანი, რომ ომიკრონი ვაქცინებისგან დასხლტომას, მათ „თავიდან აცილებას“ უკეთ შეძლებს, ვიდრე COVID 19 ვირუსის სხვა ვარიანტები.

„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტიანი ვაქცინები, რომელმაც მძიმე დაავადების და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, მაღალი შედეგები აჩვენა კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ და არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა დოქტორ რაიანმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩატარებული კვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ ომიკრონი ადამიანებს იმაზე მეტად არ აავადებს, ვიდრე დელტა და სხვა შტამები.