მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს ჩაერთოს თუ არა 3+3 ფორმატში, კარი ღიაა - ლავროვი

641871d13a131
გიგა ბენია
20.03.23 18:51
1198

"თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩაერთოს თუ არა 3+3 ფორმატში, მისთვის კარი ღიაა"- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას TASS ავრცელებს. კერძოდ, რუსეთ-დასავლეთის შესაძლო დიალოგზე საუბრისას, ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთს ხელს უშლის. მან ხელის შეშლის მაგალითად 3+3 ფორმატი დაასახელა.

"მშვენივრად ვხედავთ, დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში რა მიზნები აქვს. ის [დასავლეთი] ცდილობს, რუსეთი რეგიონს მოსწყვიტოს. რუსეთი სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად 3+3 ფორმატის განვითარებას ცდილობს. ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩაერთოს თუ არა ამ ფორმატში, თუმცა თბილისისთვის კარი ღია რჩება. ჩვენ გვქონდა პირველი შეხვედრა ამ თემაზე, ახლა მეორე შეხვედრის მოწვევაზე ვფიქრობთ. დასავლეთი კი ამ ფორმატის ჩასაშლელად ყველაფერს აკეთებს, რადგან სამხრეთ კავკასიაში დომინირება სურს" , -განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, 3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, ბაქოში, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები უნდა მოიცვას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებით, საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.