“შირაქის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მარცვლეული კულტურების მოსავლის შემცირება დაასახელა, რისი ერთ-ერთი მიზეზი, მისი თქმით, აგროტექნიკის ნაკლებობაა.
„ზამთარში "შირაქის" ტერიტორიაზე დიდი გვალვა იყო. შემდეგ დიდი ნალექი წამოვიდა, იყო ნაწილობრივ სეტყვაც. ამ ყველაფერს მავნებლების ძალიან დიდი შემოსევა დაერთო - საუბარია თაგვებზე და კალიებზე, რომელიც ასობით ჰექტარს იღებენ. ასევე მოსავალი ძალიან სწრაფად არის ასაღები. მოსახლეობაში კომბაინების სიმცირეცაა. ეს ბუნებრივია, რადგან ყველას ყოველთვის უნდა, რომ მოსავალი სწრაფად ავიღოთ და მავნებლებმა არ გაგვინადგურონ.
შარშან ნორმალური ამინდები იყო. სარწყავი სისტემები შირაქის ველზე და ზოგადად კახეთში დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მარცვლეულ კულტურებს ვერ ვრწყავთ და იმის გამო, რომ ეს ზამთარი ძალიან გვალვიანი იყო, თითქმის 100%-ით ნაკლებია მარცვლეულის მოსავალი. ამასთანავე შარშანდელთან შედარებით ბალახი და ნამჯა ნახევარი მოვიდა და ეს პრობლემა მესაქონლეობაზეც აისახება", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საწვავის ფასის ზრდა მოსავლის აღების კუთხით დამატებით პრობლემას ქმნის.
„ბოლო 2 წელში დაახლოებით დიზელი 200%-ით არის გაძვირებული. ასევე გაძვირებულია კომბაინის და სხვა აგრო-ტექნიკის მომსახურებაც. გაძვირებულია პესტიციდები, სასუქები და ყველაფერი, რაც მოსავლის მისაღებად არის საჭირო", - აღნიშნავს ნიკოლოზ ბენიაიძე.
როგორც ის აცხადებს, მოსავლის აღება დროულ აგრო-ვადებაშია საჭირო, მაგრამ საკმარისი ტექნიკა არ არის.
„დამატებით 20 კომბაინი რომ იყოს, კახეთის რეგიონი აგრო-ვადებში ჩაეტეოდა", - დასძინა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი