მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განაცხადი რეგისტრირებულია" - EU-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი

621db5ba6d7ea
მარიამ ვარადაშვილი
01.03.22 10:05
494
ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადი დაარეგისტრირა.
“განაცხადი რეგისტრირებულია. პროცესი დაწყებულია”, - წერს "ტვიტერზე" ჩენცოვი.

გუშინ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირის გაწევრიანების განაცხადზე მოაწერა ხელი.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეალურია”, - დაწერა Facebook-ზე ზელენსკიმ. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზელენსკი აცხადებდა, რომ დროა ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილება მალე მიიღოს.