მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ლეტალობის არსებული მაჩვენებელი დრამატულია - ტიკარაძე

61c830df56472
თელარა გელანტია
26.12.21 13:04
688
„ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი უნდა გახდეს“, - ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს, მაგრამ ლეტალობის არსებული მაჩვენებელი დრამატულია.

„Covid-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის... ეს ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: ბოლო 24 საათში covid-19-მა 69 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში, ვიურსით 13 512 მოქალაქე გარდაიცვალა.