მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი IMF-ის შემფასებელ მისიას შეხვდა

5f7c2939f3c8f
თელარა გელანტია
06.10.20 12:22
806
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო. როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი.

როგორც ცნობილია, შემფასებელ მისიას, სექტემბერში წინ უსწრებდა სსფ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

სსფ-ის მისია ვირტუალურ ფორმატში 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს.