მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობაზე 250 მლნ ლარი დაიხარჯა - ვიცე-პრემიერი

5f12d353e2c38
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 15:00
1479
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დღეს ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იანი გზა გახსნეს, რომლიც მშენებლობაზეც 250 მლნ ლარი დაიხარჯა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პანდემიის მიუხედავად მთავრობას მსგავსი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეუჩერებია.

„იცით, რომ ჩვენ გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთი, წლის ბოლომდე მას დაემატება კიდევ 23 კმ, 14 კმ-იან ამ მონაკვეთზე და ასევე ჩვენ ზაფხულის ბოლომდე ვგეგმავთ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნას, რაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში 70 კმ ახალი საერთაშორისო მაგისტრალი, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რეკორდული რაოდენობა და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ვიმგზავროთ“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე 250 მლნ ლარი დაიხარჯა.

„თანხასთან დაკავშირებით უშუალოდ ამ მონაკვეთზე ჩვენ ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის სესხით ხდება ამ მაგისტრალის მშენებლობა. 250 მლნ ლარი დაჯდა ეს კონკრეტული მონაკვეთი, თუმცა იცით, რომ ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურაში ძალიან დიდ თანხებს ვდებთ მთლიანობაში, იმიტომ რომ ეს არის უსაფრთხოებაც, შიდა ტურიზმიც, ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალიც და სატვირთო გადაზიდვები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.