მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

6226fe80773b0
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.22 11:00
1208
BBC-ის ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა დასავლური სანქციების საპასუხოდ შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება შეაჩეროს.

საუბარია გერმანიისთვის მისაწოდებელი მილსადენების გადაკეტვის შესაძლებლობაზე იმ შემთხვევაში, თუკი რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს” - განაცხადა ნოვაკმა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ბარელი ნავთობის ფასის 300 დოლარამდე გაზრდას გამოიწვევს.

შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად რუსული ნავთობის ექსპორტის სანქცირების შესაძლებლობას სწავლობს, თუმცა ორშაბათს გერმანიამ და ნიდერლანდებმა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს.