მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 ინფიცირებული და 10 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

5f0ffb4830be8
BM.GE
16.07.20 10:55
1013
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1006-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და 883-ს შეადგენს.

ამასთან, გარდაცვლილია - 15 ადამიანი; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.