მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონკურენციის სააგენტოს მივმართე, რომ დაიწყონ საწვავის იმპორტიორების კეთილსინდისიერების შემოწმება" - ღარიბაშვილი

62fa21a72507e
გიორგი თოლორდავა
15.08.22 15:20
1661
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები საწვავის იმპორტიორებს რამდენჯერმე შეხვდნენ, განხილვის ძირითადი საკითხი ქვეყანაში საწვავის ფასები იყო.

ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტიორები პირობას იძლევიან, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან - დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.

რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არ დარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა.

ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.