მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადავარჩინოთ მთის კურორტები" - გუდაურში დღეს საპროტესტო აქცია იმართება

602a86e891ede
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.21 09:00
1138
გადავარჩინოთ მთის კურორტები! - ამ მოთხოვნით დღეს,16 თებერვალს 14:00 საათზე გუდაურში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მორიგ საპროტესტი აქციას გამართავენ.

BM.GE-ისთან საუბრისას გიდი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ აქციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციას შეუერთდებიან ადგილობრივები, ხევის უხუცესები, ბიზნესები და ა.შ. აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ თბილისიდან გამოჩნდებიან აქციაზე წასვლის მსურველები, ისინი მათ ტრანსპორტირებას შეძლებენ თუ "ჯიპები" ეყოლებათ. ამიტომ ორგანიზატორები მოქალაქეებს, ვისაც ჯიპები ჰყავთ მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ ინიციატივას.

„რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს. მთავარი მოთხოვნა მთის კურორტების გახსნაა და ამ ხალხმა უნდა მიიღოს კონკრეტული პასუხი, რატომ არ გაიხსნა აქამდე კურორტები. ბათუმის მაგალითი არარელევანტურია;

მეორე მოთხოვნა ისაა, რომ ის ბიზნესი, რომელიც მთაში ოპერირებს, განთავისუფლდეს მინიმუმ ერთი წლით ყველანაირი გადასახადისგან, რადგან მეორე წელია, რაც მთის ბიზნესი ჩავარდნილია. იმისთვის, რომ ბიზნესმა ცოტა ჟანგბადი ჩაისუნთქოს და გადარჩეს, საჭიროა ხელშეწყობა. ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს გაყიდოს თავისი ბიზნესი. ვითხოვთ ასევე გარანტიას, რომ თუ დაფიქსირდა ინფიცირების 2 000-იანი მაჩვენებელი, კვლავ არ მოხდეს კურორტების ჩაკეტვა“, - ამბობს გიდი.

მისი თქმით, ახლა კურორტების ამოქმედება დაგვიანებულია, თუმცა ბიზნესის ნაწილისთვის გახსნის 2-3 კვირიანი პერიოდი  შვება იქნება. „მთის სპეციფიკა არის ის, რომ გათბობა უნდა ჩაირთოს და ჩაკეტვის პირობებშიც კურორტებზე არსებულ ბიზნესებს ხარჯის გაწევა უწევთ“, - ამბობს ალექსანდრე გიორგიძე.