მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიდერი რეგიონსა და ევროპაში”- კოვზანაძე საქართველოს ეკონომიკაზე IMF-ის პროგნოზს ეხმაურება

625fe7d1464b4
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 15:10
1044
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ფონდის პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით მართალია 3.2%-მდე შემცირდა, თუმცა ის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონის და ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია. IMF-ის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკა 3.2%-ით, 2023-ში - 5.8%-ით, 2024-2027 წლებში კი 5.2%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალო ზრდა ამ პერიოდში 4.97%-ზე არის პროგნოზირებული.

“საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით არის ლიდერი რეგიონში და მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც მშპ-ის ზრდა არის პროგნოზირებული. ბუნებრივია, ეს უფრო მცირე ზრდაა, ვიდრე ბიუჯეტში გვიდევს პროგნოზი, თუმცა მასში გათვალისწინებულია ის მდგომარეობა, რომელიც ახლა არის. იცით, რომ გვაქვს კარგი სტარტი წელს პირველი ორი თვის განმავლობაშიც. იმ პროგნოზის მიხედვით, რაც აქვს IMF-ს, საქართველო ეკონომიკური ზრდით იქნება ლიდერი რეგიონშიც და ევროპაშიც, თუმცა მე მიმაჩნია, რომ პროგნოზებთან დაკავშირებით მომდევნო 2-3 თვეა საჭირო, რათა ჩვენ რეალური სურათი დავინახოთ, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთ-ურკაინის ომი საქართველოზე, საქართველოს ეკონომიკაზე, მშპ-ს ზრდასა და ასე შემდეგ.

იცით, რომ წელს ეკონომიკა 6%-იან ზრდაზე  გვაქვს დაგეგმილი და ბუნებრივია, ასეთი ზრდა შეიძლება არ გვქონდეს და გარკვეული კორექტირება დაგვჭირდება", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

IMF-ის თანახმად, 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ით, რუსეთის კი 8.5%-ით შემცირდება. სომხეთში 1.5%-იანი ზრდა, აზერბაიჯანში 2.84%-იანი, თურქეთში კი - 2.7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.