იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. მინისტრი აცხადებს, რომ ჯარში გაწვევის საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული და ამ საკითხზე ქულების დაწერა არ შეიძლება.
გუშინ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სტუდენტების გაწვევა აღარ მოხდება და აღნიშნული ჩანაწერი ახალ თავდაცვის კოდექსში აღარ შევა.
დღეს კი რუსთაველის გამზირზე თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
"საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 70. პუნქტი 2.
ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად.
ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ და შრომისმოყვარე მამულიშვილთა ერთობაა.
ჯარში სამშობლოს სიყვარული სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ ბუნებას იძენს. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ ის ყოველთვის ქვეყნის გულანთებული გულშემატკივარი იქნება. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საქართველოს ინტერესების მცველთა მტკიცე ჯაჭვს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან მრავალჯერ იხსნა.
მისტიურია ის გრძობა, რომელიც დაგეუფლებათ სამხედრო ფიცის დადებისას საქართველოს დროშის წინ მუხლმოდრეკილი ახალგაზრდა ვაჟკაცების თვალებზე მომდგარი ცრემლის დანახვისას. ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დარწმუნდებით რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს.
ემოციები ვულკანივით ამოფეთქავს როდესაც მტერთან ბრძოლაში დაჭრილი, მხედველობა დაკარგული მეომრის მიერ სამშობლოზე წარმოთქმულ ლექსს მოისმენთ. აღმაფრენის მომცემია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებმაც დაამარცხეს შიში და ყოველ წამს მზად არიან საკუთარი საზოგადოს სასარგებლოდ დათმონ.
არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ათასობით ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გმირებმა დაგვიტოვეს შვილები, რომლებიც ყოველთვის ამაყად ატარებენ მშობლების სახელს!
სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებისგან მხოლოდ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის ყველა მოქალაქეს ემსახურებიან. გამომდინარე აქედან მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მითუმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი.
ჯარი თავისუფლებაა!
ჯარი ვაჟკაცობაა!
ჯარი სამშობლოა!
ჯარი საქართველოა!
ყველაფერი საუკეთესო ჯარს!
დიდება გმირებს!
ვემსახურებით საქართველოს!
P.s ჯარში აღმართული დროშის ფრიალის ხმა, რომელიც განსაკუთრებულად ჟღერადია, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების მიერ შესრულებული მრავალჟამიერია!"- წერს მინისტრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი