მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით 10 000 ლარით განისაზღვრება

639d61fa8ec01
გიორგი თოლორდავა
17.12.22 11:00
7977
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ერთი წლის ვადით 10 000 ლარით განისაზღვრება.

გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება.

“გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა.

გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება, მაგალითად, შესაძლოა იყოს ადამიანი, ვისაც მიზეზი არ გააჩნია, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. 10 000 ლარის სანაცვლოდ ერთი წლის გადავადების შემდეგ, ისევ მოხდება პირის გაწვევა“, - განაცხადა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები აღმოიფხვრება და დაიხურება „ვითომ რელიგიური ორგანიზაციები“, რომლებიც მოქალაქეებს ჯარის თავიდან არიდების საშუალებას აძლევდნენ. ამ შემთხვევაში, პრემიერის განცხადება გირჩის „ბიბლიურ თავისუფლებას“ მიემართება.

„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, მაგრამ მქონდა ობიექტური მიზეზი - ვიყავი მრავალშვილიანი და სტუდენტობისას სამხედრო კათედრა გავიარე. უკვე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები გადავადების შესახებ ძალაში რჩება, როგორიცაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები და სხვა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.