მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jazeera Airways თბილისიდან ფრენების სიხშირეს ზრდის

61b8afc01c80e
მარიამ ვარადაშვილი
14.12.21 22:00
502
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქუვეითური ბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდის.

1 იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით, ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე დამატებითი რეგულარული ფრენები შესრულდება ყოველ ორშაბათს და შაბათს. ჯამში, მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, Jazeera Airways-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობითვე, Jazeera Airways-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.