მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jeep Georgia-ში წელს ავტომობილების რეალიზაციის 20%-იან ზრდას ელიან - #BMGDRIVE

60e058f165ead
თელარა გელანტია
03.07.21 17:40
708
Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი იმედოვნებს, რომ წელს ავტომობილების რეალიზაცია, დაახლოებით, 20%-ით გაიზრდება.

ამის შესახებ მან BMG-ის გადაცემა #BMGDRIVE-ში ისაუბრა, სადაც პანდემიური 2020 წელიც შეაფასა. „2020 წელი ძალიან რთული იყო ზოგადად და ეს გასაგებია. პანდემიურმა წელმა ავტობიზნესზე ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა იქონია", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "2020 წელი საერთოდ ამოსაშლელია ჩვენი ისტორიიდან“.

„2021 წელის დაიწყო ისე, როგორც 2019 ანუ კარგად. მიმდინარე წელი, პრაქტიკულად, 2019 წლის იდენტურად მიდის, რაც პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს. 2019 წელს რეალიზაცია 20%-ით გაიზარდა და წელსაც ველოდებით, რომ დაახლოებით, მსგავსი ზრდა იქნება. პოზიტიური პროგნოზის საშუალებას გვაძლევს კორპორაციული გაყიდვების ზრდაც. კომპანიები იძენენ ახალ ავტომობილებს, ე.ი. ცოცხლდება სიტუაცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კულტურის ცვლილებაზეც არის საუბარი. ბევრი კომპანია მიხვდა, რომ მეორადი ავტომობილების შეძენა ბიზნესისთვის ძვირია და დამღუპველი. მართალია, ხარჯების თვალსაზრისით ძალიან მომხიბვლელია, როდესაც 5000-დოლარიანი სხვაობა გაქვს მეორად და ახალ ავტომობილს შორის, მაგრამ ხუთწლიან პერსპექტივაში მეტი ხარჯი გამოდის“, - ამბობს ლევან ასანიშვილი.

ამასთან, Jeep Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ #BMGDRIVE-ში ისაუბრა კრიზისის პერიოდში კომპანიის სტრატეგიაზე - მაქსიმალურად შეენარჩუნებინა თანამშრომლები.

„თუ დიდი როტაცია გაქვს და შენი თანამშრომელი არაა შენი კომპანიის ოჯახის წევრი, ძალიან გაგიგიჭირდება ამ ბაზარზე მყარად დგომა და განვითარება. ჩვენ შევინარჩუნეთ თანამშრომლები. თავისთავად ცხადია, ეს ფინანსურ ტვირთად კომპანიას დააწვა, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია“, - დასძინა მან.