მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jeep-მა Compass-ის 2022 წლის მოდელი წარადგინა

60f186064f13e
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.21 01:00
611
ავტოკონცერნმა Jeep-მა ქროსოვერი Compass-ის 2022 წლის მოდელი წარადგინა, რომელიც განახლებულია როგორც ტექნოლოგიურად ასევე დიზაინის თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Compass-ის 2022 წლის მოდელი აღჭურვილი იქნება ისეთი ტექნოლოგიებით, რაც მგზავრების უსაფრთხოებას მეტად უზრუნველყოფს, მათ შორის სწრაფი დამუხრუჭებისა და უხილავი საგნების ამოცნობის ფუნქცია დაემატება.

ამასთან, ავტომობილს ექნება 10-ინჩიანი ეკრანი და ასევე სისტემა, რომელიც მძღოლს ავტომობილი ტრასაზე მართვას გაუიოლებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, 2022 წლის მოდელი ჩრდილოეთ ამერიკის შოურუმებში მიმდინარე წლის შემოდგომიდან გამოჩნდება, რომლის საწყისი ღირებულებაც 24,995 აშშ დოლარიდან დაიწყება და კომპლექტაციის მიხედვით გაიზრდება.