მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი $1 მილიარდიან ინვესტიციაზე აცხადებს ინდოეთში

5e20233ad422b
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 15:25
1016
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ დიდ ინვესტიციებს გეგმავს ინდოეთში, რადგან ქვეყანას მზარდი ბაზარი აქვს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც ბეზოსი აცხადბეს, მისი კომპანია $1 მილიარდის დაბანდებას აპირებს ინდოეთში, რაც ქვეყანაში ონლაინ გაყიდვების პლათფორმების განვითარებას შეუწყობს ხელს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის 3-დღიან ვიზიტს თან ახლდა პროტესტი, სადაც ათასობით მცირე მოვაჭრე საუბრობდა Amazon-ის განვითრების ნეგატიურ მხარეზე. ისინი აცხადებენ, რომ ონლაინ გაყიდვები ადგილობრივი საცალო გაყიდვების ბაზარს შეამცირებს, რადგან პლატფორმა პროდუქტს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.

თავის მხრივ, Amazon-ი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ კომპანია 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინეთში წარმოებული პროდუქტის გატანას გეგმავს ექსპორტზე 2025 წლისთვის.