მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი მთის გულში 10 000-წლიან საათს აშენებს

5ea9ca6a8d691
თამთა ჯიჯავაძე
30.04.20 00:15
1515
ინჟინრები ამერიკაში მასშტაბურ პროექტს ახორციელებენ, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ტექსასში მდებარე მთის გულში გრანდიოზული მექანიკური საათი შენდება. ეს იქნება საათი, რომელიც მომდევნო 10 000 წლის განმავლობაში დროის ჩვენებას უზრუნველყოფს. პროექტის იდეა ეკუთვნის მეცნიერ დენი ჰილისს, რომელსაც ეს იდეა პირველად 1986 წელს გაუჩნდა. ახლა ის მიწვეული პროფესორია MIT Media Lab–ში და ცნობილია სუპერ კომპიუტერების შექმნაში. სწორედ ის არის ადამიანი, რომელსაც შეიძლებოდა მთაში უზარმაზარი საათის აშენების იდეა გასჩენოდა. მასზე ჰილისთან ერთად ჯეფ ბეზოსი იმუშავებს. Amazon-ის დამფუძნებელი პროექტს აფინანსებს.

ბეზოსი და ჰილისი ამ პროექტის განხორციელებაზე სერიოზულად 2005 წელს დაფიქრდნენ და დაიწყეს გეგმის შემუშავება თუ როგორ განახორციელებდნენ მას.

როგორ იმუშავებს საათი? დროის ხანგრძლივობა დიდი ინჟინრული გამოწვევაა. მექანიზმმა ისე უნდა იმუშაოს, რომ საათმა წელიწადში მხოლოდ ერთხელ ჩამოკრას, ხოლო ყოველ ათასწლეულში ერთხელ დაუკრას მელოდია. როგორც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეკ ბეზოსი ამბობს, საათი დაახლოებით 150 მეტრის სიმაღლის იქნება. გარედან საათის მხოლოდ სახურავი გამოჩნდება, ხოლო დანარჩენი ნაწილი მთის შუაგულში იქნება განთავსებული, ამით საათი დაცული იქნება მტვრისგან და ჭუჭყისგან.

 

ბეზოსის თქმით, საათი ადამიანებს მუდმივად შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ მრავალწლიანი მომავალი დარჩა კაცობრიობას.

როგორც მოსალოდნელია საათის მონუმენტის მონახულება მსურველებს შეეძლებათ. უახლოესი აეროპორტიდან ის მანქანით რამდენიმე საათის სავალზეა. მშენებლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, როდის დასრულდება არ იციან ჯერ, თუმცა, ხუმრობენ, რომ 10 000 წელი მის მშენებლობას ნამდვილად არ დასჭირდება.

პროექტი ამ დროის მონაცემებით 42 მილიონი დოლარი ჯდება.