მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი რამდენიმე წუთში $13.2 მილიარდით გამდიდრდა - Bloomberg

5e33f67b1cc48
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 13:51
3075
მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსის კუთვნილი კომპანიის Amazon.com Inc.-ის აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა და თითო აქციის ღირებულებამ 2,100 აშშ დოლარს მიაღწია, ბეზოსი 15 წუთში 13,2 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დღეისთვის ბეზოსს Amazon-ის აქციების 12% ეკუთვნის, მაშინ როცა კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულება 1 ტრილიონ დოლარს უტოლდება. მისი სხვა პროექტი, კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin კი, შეფასებულია 6,2 მილიარდ დოლარად. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება 29.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სიხარულის საფუძველი აქვს მის ყოფილ ცოლს მაკენზი ბეზოსსაც, რადგან ისიც ფლობს, დაახლოებით, 4%-იან წილს სიეტლში დაფუძნებულ ონლაინ რითეილერ კომპანიაში;  მაკენზის ქონება 37.მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.