მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი შესაძლოა, 2026 წელისთვის მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდეს

5ebe9f2619ea6
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.20 18:48
3297
ამერიკელი ბიზნესმენი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რამდენიმე წელიწადში შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს. ბეზოსის ტრილიონერად გახდომას 2026 წელს პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბეზოსისთვის გამდიდრებაში ხელი არც განქორწინების შედეგად 38 მლრდ დოლარის დაკარგვას შეუშლია და არც კორონავირუსის პანდემიას. ბოლო 5 წლის განმავლობაში ბეზოსის კაპიტალი 34%-ით გაიზარდა. პოტენციურად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ბეზოსი გახდება მსოფლიოში პირველი ტრილიონერი 2026 წლის დასაწყისში, როდესაც მას 62 წელი შეუსრულდება.

Forbes-ის შეფასებით, 15 მაისის მდგომარეობით ბეზოსის ქონება 143.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Amazon-ის დამფუძნებლის შემდეგ ტრილიონის კანდიდატთა სიაში არის დეველოპერი ჩინეთიდან სუ ცზიანი. Comparisun– ის ანალიტიკოსების აზრით, ის ტრილიონერი 2027 წელს გახდება. Alibaba-ს ჯგუფის დამფუძნებელი ჯეკ მა კი ტრილიონერების სიაში მესამე ადგილზეა, მისმა კაპიტალმა ტრილიონიანი ნიშნული შესაძლოა, 2030 წელს გადალახოს.

Facebook–ის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს აქვს ყველა შანსი, რომ მეშვიდე ტრილიონერი გახდეს მსოფლიოში. ანალიტიკოსების პროგნოზით, ის დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდა ტრილიონერი 2036 წელს გახდება, 51 წლის ასაკში.

პროგნოზის მეთოდოლოგიის განმარტებაში ნათქვამია, რომ ანალიზისთვის გამოყენებული იქნა Forbes-ის სიის 25 ლიდერის კაპიტალის ზრდის ბოლო 5 წლის მონაცემები. აქედან, საშუალო წლიური კაპიტალის მოგება იქნა მიღებული, რაც მომავალი პროგნოზისთვის აუცილებელი იყო.