მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის ქონება $171.6 მილიარდამდე გაიზარდა

5efde16ac9864
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 18:20
1349
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერის ჯეფ ბეზოსის ქონება 171.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც მისი  კომპანიის Amazon-ის აქციების ღირებულებამ 4.4%-ით მოიმატა და თითო აქციის ფასმა რეკორდულ ნიშნულს - 2,878 აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება 56.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა მიმდინარე წელს, ეს მაშინ როდესაც ეკონომიკა პანდემიის გამო მძიმე დმგომარეობაშია და ათობით მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. აღსანიშნავია, რომ კომპანია "ამაზონი", თანამშრომლების ბონუსებზე 500 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის გარდა ქონება გაეზარდა ილონ მასკს. 1 იანვრის შემდეგ, მასკმა ქონებას 25.8 მილიარდი აშშ დოლარი შემატა, ხოლო Zoom-ის დამფუძნებელმა ერიკ იუანმა 13.1 მილიარდი აშშ დოლარი, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელის ქონება თითქმის გასამმაგებულია.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ქონება გაეზარდა მაკენზი ბეზოსსაც. ბეზოსის ყოფილმა ცოლმა განქორწინების შემდეგ 4%-იანი წილი შეიძინა Amazon-ში და მისმა ქონებამ 56.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაკენზი ბეზოსი Bloomberg Billionaires Index-ში მე-12 აგილზეა.

როგორც მედია გამოცემა წერს, მიმდინარე წელი ყველა მილიარდერისთვის შემოსავლიანი არ აღმოჩნდა, მათ რიგებშია: ამანსიო ორტეგა (Zara-ს ბრენდის მფლობელი), მან 19.2 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ასევე ქონება შეუმცირდა Berkshire Hathaway Inc.-ის აღმასრულებელ დირექტორს უორენ ბაფეტს, მისი შემოსავლები 19 მილიარდი აშშ დოლარით არის შემცირებული, ხოლო ბერნარდ არნოსი - 17.6 მილიარდი აშშ დოლარით.

როგორც Bloomberg წერს, მსოფლიოში 500 უმდიდრესი ადამიანის ქონებამ ჯამურად 5.93 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასულ წელს მათი ჯამური ქონება 5.91 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.