მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

5f071612d6947
ნათია თაქთაქიშვილი
09.07.20 23:40
1849
ჯეფ ბეზოსის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც მის მფლობელობაში მყოფი ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმა Amazon-ის აქციებზე ყველზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Forbes-ი წერს.

Nasdaq-ის მონაცემებით, Amazon-ის ერთი აქციის ღირებულებამ 3,000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ჯეფ ბეზოსის ქონება და 182.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

როგორც გამოცემა წერს, ასევე გაიზარდა კომპანია Amazon-ის კაპიტალიზაცია, რამაც 1.54 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Forbes-ის მიხედვით, აღნიშნულ რეკორდულ ზრდას წინ უსწრებდა Amazon-ის აქციებზე 15%-იანი კლება მარტის პირველი ნახევრისთვის, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მალევე Amazon-ის აქციებზე ფასმა ზრდა დაიწყო. მას შემდეგ კომპანიის აქციები 80%-ით გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი პანდემიის პერიოდში მაქსიმალურად ცდილობდა კორნავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.

Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი მილიარდერთა სიის სათავეშია, მან ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი პირველად 2017 წელს მოიპოვა. ბეზოსამდე ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსის მფლობელი Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეითსი იყო. ამჟამად ჯეფ ბეზოსი ბილ გეითსზე 70.2 მლრდ აშშ დოლარით მდიდარია.