მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენმა აჭარის ტელევიზიის 4 თანამშრომლის უფლებების დარღვევა დაადგინა

5f47abb5e161e
ინგა მურუსიძე
27.08.20 19:10
1013
სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ყოფილი და მოქმედი კიდევ 4 თანამშრომლის უფლებების დარღვევა დაადგინა.

ომბუდსმენმა დაასრულა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან-რეპორტიორის თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის, სოფიო ჟღენტის და საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის ყოფილი წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს განმცხადებლების უფლებების დარღვევას”, - ნათქვამია ომბუდსმენის ინფორმაციაში.

დასკვნა სრულად