მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ დორსი საკუთარი ტვიტის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს

6059f5e2b18c4
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.21 21:40
687
Twitter-ის დამფუძნებლის ჯეკ დორსის პირველი ტვიტი ონლაინ აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა. ტვიტის ღირებულებამ 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯეკ დორსის პირველი ტვიტის - „უბრალოდ, ვქმნი ჩემს ტვიტერს“ (“just setting up my twttr”) მფლობელი ტექნოლოგიური კომპანია Bridge Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი სინა ესტავი გახდა.

მიმდინარე წლის 5 მარტს დორსიმ 15 წლის წინანდელი ტვიტი ონლაინ აუქციონის Valuables-ზე გამოაქვეყნა. ტვიტის გაყიდვიდან შემოსული თანხის 95%-ს ჯეკ დორსი მიიღებს, ხოლო 5%-ს ონლაინ აუქციონის Valuables-ის მფლობელი კომპანია Cent-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ დორსი აღნიშნული თანხის დახარჯვას საქველმოქმედო აქტივობებზე აპირებს.