მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ დორსი Twitter-ში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

61a627acd6d6c
ნათია თაქთაქიშვილი
30.11.21 22:54
727
Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს, მას აღნიშნულ პოზიციაზე Twitter-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარაგ აგრავალი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯეკ დორსიმ მის შემცვლელს მხარდაჭერა გამოუცხადა, წარმატება უსურვა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა.

"გადავწყვიტე დავტოვო Twitter-ი, რადგან მჯერა, რომ კომპანია მზადაა დამფუძნებლების გარეშე გააგრძელოს მუშაობა“,- განაცხადა დორსიმ.

გამოცემა წერს, რომ დორსის არ დაუკონკრეტებია დეტალები თუ რის გამო გადაწყვიტა დაკავებული თანამდებობის დატოვება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორები ხშირად უკმაყოფილოები იყვნენ ჯეკ დორის ხელმძღვანელობით, რადგან ის სათანადო დროს ვერ უთმობდა კომპანიას. აღსანიშნავია, რომ დორსი ასევე Square-ის, ციფრული გადახდების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიცაა.

შეგახსენებთ, ჯეკ დორსიმ Twitter-ი პარტნიორებთან ერთად 2006 წელს დააფუძნა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოს მასშტაბით, მის ერთგულ მომხმარებლებს შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა.