მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა Soft Bank-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

5ec295171398d
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.20 18:34
867
Alibaba-ს დამფუძნებელი და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი ჯეკ მა, 25 ივნისიდან Soft Bank-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ჯეკ მა Soft Bank-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი 13 წლის განმავლობაში იყო.  მის მიერ მიერ დირექტორთა საბჭოს დატოვების თაობაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბანკმა 13 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიიღო.

ჯეკ მას გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით კომპანია დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან გასული წლის სექტემბერში თავმჯდომარის პოზიცია კომპანია Alibaba-შიც დატოვა.