07.ნოემბერი .2019 20:41

ჯეკ მა ყველაზე მდიდარი ჩინელია

views 445
უკან

Alibaba–ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი Forbes–ის ჩინეთის უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ჯეკ მას ქონება 38.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც გასულ წელთან შედარებით 3.6 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. გასული წლის მსგავსად, რეიტინგში მეორე პოზიციაზე Tencent Holdings-ის დამფუძნებელი მა ჰუატენი გავიდა. Forbes–მა მისი ქონება 36 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა, რაც $3.2 მილიარდით მეტია გასულ წელთან შედარებით.



აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, მა ჰუატენი ჯეკ მას Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში უსწრებდა. მარტში გამოქვეყნებულ საერთო გლობალურ სიაში ორი მილიარდერი გვერდიგვერდ იყვნენ, კერძოდ, მა ჰუატენმა მე-20 ადგილი (მისი კაპიტალი 38,8 მილიარდი დოლარი), ხოლო ჯეკ მამ 21-ე (37.3 მილიარდი დოლარი) დაიკავა.


ჩინეთის უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში შესული ბიზნესმენების მთლიანმა შემოსავალმა 1,29 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ზრდის მთავარ მოტივად, ჩინეთში საქონელზე მოთხოვნის მატება დასახელდა. "შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ რეჟიმში განხორციელდა", - წერს Forbes–ი.

 


შეგახსენებთ, ჯეკ მა Alibaba-s დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან სექტემბერში ნებაყოფლობით გადადგა. პოსტიდან წასვლის შემდეგ, მილიარდერი გეგმავდა იმ საქმეს დაბრუნებოდა, რითიც თავისი კარიერა დაიწყო, კერძოდ, სკოლაში ინგლისური ენა და ლიტერატურა ესწავლებინა. ამასთან, გადადგომის შემდეგ, მილიარდერს სურს დროის დიდი ნაწილი და ენერგია ქველმოქმედებას მოახმაროს.  


ჯეკ მას განცხადებები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მუდამ ხვდებოდა. მას იტაცებდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. თებერვალში მან განაცხადა, რომ მისთვის ფულს ბედნიერება არ მოუტანია. ბიზნესმენის თქმით, ის ცხოვრებისგან უფრო კმაყოფილი მაშინ იყო, როცა უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და თავისი პირველი ხელფასი აიღო.



ჯეკ მამ 17 პარტნიორთან ერთად, ჩინური საცალო გაყიდვების ინტერნეტ კომპანია Alibaba 1999 წელს დააარსა. 20 წლის შემდეგ, კომპანია სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე ძვირად ღირებული გახდა; მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 460 მილიარდი დოლარია და 66,000 ადამიანს ასაქმებს.