მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მამ $14 მლნ გამოყო კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად

5e33403643289
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 00:20
6599
Alibaba-ს დამფუძნებული ჩინეთის უმდიდრესი ადამინი ჯეკ მამ 14.4 მილიონ აშშ დოლარი (100 მილიონი იუანი) გამოყო საკუთარი ფონდიდან ვუჰანის კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც Jack Ma Foundation-ი აცხადებს, მილიარდერმა ორ ჩინურ კვლევით ორგანიზაციას უკვე გადაურიცხა 5.8 მილიონი აშშ დოლარი (40 მილიონი იუანი), ხოლო დარჩენილი თანხა ვირუსის პრევენციასა და მკურნალობაზე დაიხარჯება.

აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღოდა Alibaba-ს განცხადება სპეციალური 144 მილიონ აშშ დოლარიანი ფონდის შექმნაზე, რომლის მიზანია შეიძინოს სამედიცინო ინვენტარი დაზარალებული ქალაქებისთვის.

კომპანია ასევე უსასყიდლოდ გადასცემს სპეციალურ კომპიუტერულ სისტემებს და ტექნიკას სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს, რაც მათ ვაქცინის შექმნაში დაეხმარება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Alibaba-სთან ერთად სხვა ჩინური კომპანებიც ერთიანდებიან კორონავირუსთან საბრძოლველად, მათ შორის Huawei, Tencent, Baidu და TikTok-ი.