29.თებერვალი.2016 10:33
საზოგადოება

ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება

ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად ქ. ჟენევაში გაერო-ს ოფისის ეზოში ქართული ქვევრი განთავსდება. ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველო ჟენევის ოფისს საჩუქრად იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართულ ქვევრს ჩუქნის.

ქვევრის დადგმის ოფიციალური ცერემონია გაერო-ში 2016 წლის 1 მარტს გაიმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერო-ს ოფისის გენერალური დირექტორი მიმართავენ. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება მემორიალური დაფა. გაიმართება ქართული ღვინის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

"ორიგინალი ზომის თიხის ქვევრი ჟენევაში ორგანიზაციის ეზოში სამუდამოდ დაიდებს ბინას. ქვევრი საქართველოში სოფელ მაქათუბანში დამზადდა და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოტვიფრულია "საქართველო", "Georgia".

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქ.ჟენევაში გაერო-ს განყოფილებაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება", - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

23.მაისი.2019 10:30
42

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 01:15
67

ტელევიზიების შემოსავლები შემცირდა - TOP 10 ტელეარხი სარეკლამო შემოსავლებით

ვრცლად
23.მაისი.2019 00:54
52

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიიღო

ვრცლად
23.მაისი.2019 00:54
65

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტმა "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიიღო

ვრცლად
22.მაისი.2019 22:10
86

ეკონომიკის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს

ვრცლად
22.მაისი.2019 20:00
110

ხვალ, მამუკა ბახტაძე ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება

ვრცლად