მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯეო ჰოსპიტალსი“ საგარეჯოში PCR ლაბორატორიას ხსნის

5fe330e397028
ლიკა გურაბანიძე
23.12.20 21:39
1856
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი საგარეჯოში 24 დეკემბერს PCR ლაბორატორიას გახსნის. როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ „შპს ჯეო ჰოსპიტალს“-ის დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა აღნიშნა, კლინიკა ამ სიახლით მთელ ქსელს მოემსახურება.

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბაზაზე, საგარეჯოში, ჩამოყალიბდა მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც მიმდინარე ეტაპზე ერთადერთია კახეთის რეგიონში. ლაბორატორია აღიჭურვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან, ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლის ეფექტური სისტემის ამოქმედების მიმართულებით.

აღნიშნული ლაბორატორიის ფარგლებში შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება როგორც „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის, ასევე, რეგიონულ მასშტაბში, რომელიც ოქროს სტანდარტია COVID–19-ის დიაგნოსტიკის მიმართულებით", - განაცხადა ქიტოშვილმა.