მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯეოსთილის” შემოსავალმა 351 მილიონ ლარს გადააჭარბა

632da92530891
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.22 08:38
2368
საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეტალურგიულმა კომპანია “ჯეოსთილმა” 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიამ შემოსავლების 169 მილიონი ლარით გაზრდა შეძლო და მისმა გაყიდვებმა 351.6 მილიონ ლარს მიაღწია.

შემოსავლების მატებასთან ერთად, გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც. თუკი 2020 წელს “ჯეოსთილმა” 6.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, 2021 წელს ეს რიცხვი 55.7 მილიონამდე გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ჯეოსთილის” შემოსავლის უდიდესი ნაწილი არმატურის გაყიდვებისგან ფორმირდება. ამასთან, ფირმა ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირდება, კერძოდ, მიღებული 351.6 მილიონი ლარის შემოსავალი 337 მილიონი სწორედ საქართველოს ბაზრიდან ფორმირდებოდა.

შესაბამისად, დღეს “ჯეოსთილი” საქართველოში არმატურის წამყვანი მიმწოდებელია.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2021 წელს 231.5 მილიონის ნედლეული მოიხმარა, ელექტროენერგიისა და საწვავის საფასური 26 მილიონი ლარი იყო, ხელფასებზე 6 მილიონი ლარი გაიცა, მთლიანობაში გაყიდული საქონლის თვითღირებულებამ გასულ წელს 261.7 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის 90%-იან წილს ინდური კომპანია Georgian Steel Group Holdings Limited ("GSGHL") ფლობს, 10%-იანი წილის მესაკუთრე კი JSW Steel B.V.-ია.

“ჯეოსთილის” აქტივები 200 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 135 მილიონი ლარია.