მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერ ეკონომიკა, შემდგომ ჯანდაცვა - ICC კოვიდ-გავლენაზე

5f5fa9c3e11bc
ელენე კვანჭილაშვილი
14.09.20 22:33
898
„COVID-19-ის ერთ-ერთი სივერაგე ის არის, რომ მან ეკონომიკაზე დარტყმა უფრო ადრე მიიტანა, ვიდრე ჩვენს ჯანმრთელობაზე“ - ასე აანალიზებს პანდემიის გავლენას საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი ჯონ დენტონი The Checkpoints-თან ინტერვიუში.

დენტონს მაგალითად ტანსაცმლის ინდუსტრია მოჰყავს: „ტანსაცმლის სექტორში მიწოდების ჯაჭვი პრაქტიკულად ჩამოიქცა სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკა ჩაკეტა. ეს გავლენა ბანგლადეშში იგრძნეს. მილიონობით მუშა სამსახურის გარეშე დარჩა და ეს მანამ, სანამ COVID-19 მათ ჯანმრთელობაზე იერიშის მიტანას მოასწრებდა“.

რაც მოხდა, ნათელია - როცა მომხმარებელს მაღაზიებით სარგებლობა აუკრძალეს, მთელი მიწოდების ჯაჭვი შემდეგ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა - მომხმარებლიდან მწარმოებლამდე, ქვე-კონტრაქტორებამდე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებამდე და კონკრეტულ ინდივიდებამდე.

„საქართველოს ეკონომიკაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტი დომინირებს. თქვენთან ადამიანთა მობილობაზე ძალიან მნიშვნელოვანი სექტორებია დამოკიდებული - ვთქვათ, ტურიზმი და ესეც - ჩამოიქცა. ეს რეალური ამბები რეალურ ადამიანებზეა“ - ამბობს დენტონი.

ჯონ დენტონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა. ის არის გლობალური ბიზნესლიდერი, პოლიტიკის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი და ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებში. დენტონი წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული ჯგუფის IFM Investors-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Veracity WorldWide-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ICC მსოფლიოს 100 ქვეყანაში 45 მილიონ კომპანიას აერთიანებს, მისიით - ბიზნესის წარმოება გაუმარტივოს ყველას, ყოველ დღე და ყველგან.