მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯერ კიდევ ვზუსტდებით... პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია” - ლექვინაძე სასურსათო პროდუქტების გაიაფებაზე

63f643d9c9245
ალა ისპირიანი
22.02.23 20:30
1118
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესს მოუწოდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გააიაფონ. საკითხზე რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც რითეილ სექტორი, დისტრიბუტორები და კონკურენციის სააგენტო ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ერთად ესწრებოდა. დღეს კი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებაზე სამსჯელოდ შეხვედრა კონკურენციის სააგენტოში გაიმართება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ მსხვილი რითეილ ქსელის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან გარკვეულ საკითხებზე სამუშაოა.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრები ფასების და მარჟების ფიქსაციას არ განიხილავს:“საუბარია, ფასნამატების სტრუქტურაში ისეთი შესაძლო რგოლების და ხარჯების უფრო მეტ კონკურენტუნარიანობის მიღწევაზე და გაეფექტურებაზე, რომელიც ზოგადად ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა, ყველა შესაძლო რესურსი რამაც მოქალაქისთვის ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ფასი უნდა უზრუნველყოს, რაც ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებს შეეხება.  

„კონკურენციის სააგენტო აგრძელებს შეხვედრებს, როგორც იმპორტიორებთან, ასევე რითეილის ქსელის წარმომადგენლებთან. დღეს იმ შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ, რომელიც შეიძლება ფასნამატების სტრუქტურაში გარკვეულ როლს თამაშობდეს, პროდუქციის გაძვირებაში და რამდენად არის შესაძლებელი მეტად კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ფასები მივიღოთ. თემა ძირითადად სასურსათო პროდუქტებს ეხება. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ზუსტებით რადგან პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. საბოლოო გადაწყვეტილება, როდესაც გვექნება ვიტყვით.

მსჯელობა გვქონდა, სად არის ხარჯიანი რგოლები, რომელთა უფრო მეტი კონკურენტუნარიანობის და განეიტრალების მიღწევით შეიძლება უფრო მისაღები ფასი გვქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეორეს მხრივ, იცით რომ ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის წესების შესახებ რეგულირების ჩარჩოს გაწერს, პროდუქტის მიმწოდებლებსა და რითეილის ქსელებს შორის“, - განაცხადა ლექვინაძემ.

Bm.ge-ს კითხვაზე, - აღნიშნული კანონით ფასები თუ დარეგულირდება? - მან თქვა, რომ არც ევროპული დირექტივა და არც ეს სამუშაო შეხვედრები ფასების და მარჟების ფიქსაციას არ განიხილავს.

„ამაზე ნათქვამი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ რაიმე უხეშ ჩარევებზე საუბარი ზედმეტია. საუბარია ფასნამატების სტრუქტურაში ისეთი შესაძლო რგოლების და ხარჯების უფრო მეტ კონკურენტუნარიანობის მიღწევაზე, რომელიც ზოგადად ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განვიხილეთ ყველა შესაძლო რესურსი რამაც უნდა უზრუნველყოს მოქალაქისთვის ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ფასი. როგორც იმპორტიორებთან ასევე რითეილ ქსელებთან გვაქვს ძალიან კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმი და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რამაც საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს ძირითად სასურსათო პროდუქციაზე უფრო კონკურენტუნარიანი ფასები და ეს არის ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები“, - აღნიშნა ლექვინაძემ.